ყველანი გავერთიანდეთ – მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ 14 დეკემბერს, წირვის შემდეგ, დილის 11 სთ-ზე მოეწყობა მსვლელობა წმ. მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძრიდან წმ. სამების საკათედრო ტაძრისკენ. უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მივულოცავთ აღსაყდრებიდან 31-ე იუბილეს და საჩუქრად გადავცემთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. მსვლელობას შეუერთდებიან სტუდენტები და მოსწავლეები. ტაძარში მისულებს დაგვლოცავს პატრიარქი. წმ. მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი საზეიმო მსვლელობაში მონაწილეებს გადასცემს ოჯახის დალოცვის ფურცლებს.