ეს პროგრამა დაგეხმარებათ,
რამოდენიმე წუთში, შემნათ სახუმარო თუ მხატვრული ფოტოკომპოზიციები,
ძვირადღირებული და რთულად სამუშაო პროგრამების ცოდნის გარეშე.
FaceSwapper-ის დახმარებით შეძლებთ თქვენი ან თქვენი მეგობრის სახე ჩასვათ
რომელიმე ცნობილი პიროვნების, პოპულარული ადამიანის სურათში. პროგრამა
ავტომატურ რეჟიმში ჩასვავს სახეს სურათში ისე, რომ არ დაგჭირდებათ
ნაპირების შესწორება და თანხვედრაზე ზრუნვა.უბრალოდ დააკლიკეთ საწყის
სურათს და მერე საბოლოო გამოსახულებას და FaceSwapper-ი ავტომატურად
გამოყოფს მათ. საწყისი სურათიზე სახე პირდაპირ იყურება, თქვენ კი გინდათ
რომ იგი გვერდზე იყურებოდეს?-არაა პრობლემა, პროგრამა ახორციელებს სახის
მიყენებას 3 განზომილიბაში, რითიც გაძლევთ საშუალებას ატრიალოთ ფრაგმენტი
სივრცეში X,Y და Z ღერძებთან მიმართებაში. დააკლიკეთ მაუსით და ატრიალეთ
ობიექტი თქვენთვის სასურველ პოზიციამდე. ზომა: 4.8მბ
ეს არის ციფრული ფოტოგრაფიების,
ზომის შესაცვლელი პროგრამა, მათი ხარისხის დაკარგვის გარეშე. უმეტესობა
პროგრამები ადვილად ამცირებენ სურათებს, მაგრამ უჭირთ მათი გადიდება
ხარისხის დაკარგვის გარეშე, მათში გამოყენებული, ინტერპოლაციის
ალგორითმების, უბრალოების გამო.თვით ცნობილ PHOTOSHOP-საც კი უჭირს ამ
ამოცანის შესრულება. AKVIS Magnifier-ი ამცირებს და ადიდებს სურათს
ზომებში ათეულჯერ, უმაღლეს ხარისხში, jpg-არტეფაქტების და ნიმბების
გარეშე. შესაძლო მაქსიმალური ზომა სურათისა არის 30 000 პიქსელი
სიმაღლე-სიგანეში, ესე იგი სურათის მთლიანი გამოსახულება შეიძლება რომ
იყოს 90 000 000 პიქსელი !!!